
რუსმა კომიკოსმა საქართველოში კონცერტის გაუქმებაზე უარი განაცხადა
01/07/2019 16:54:05 სხვა, საზოგადოება
კრემლის მოწოდების მიუხედავად, ცნობილმა რუსმა კომიკოსმა ივან აბრამოვმა საქართველოში გასტროლების გაუქმებაზე უარი თქვა.
„კონცერტს არც გადავდებთ და არც გავაუქმებთ. საქართველოში ჩავფრინდებით მინსკის ან ბაქოს გავლით. ჩემი მხიდან ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კონცერტი შედგეს", – განაცხადა კომიკოსმა რადიო "Говорит Москва"-სთან საუბრისას.
აბრამოვის კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 23 აგვისტოს არის დაგეგმილი.
იხილეთ ასევე: რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას წყვეტს და რუს ტურისტებს სამშობლოში აბრუნებს