Accentnews.ge
სოცქსელების რუსულ სეგმენტში საქართველოს მხარდასაჭერად კამპანია დაიწყო

სოცქსელების რუსულ სეგმენტში საქართველოს მხარდასაჭერად კამპანია დაიწყო

01/07/2019 15:18:44 სხვა, საზოგადოება

სოციალური ქსელების რუსულ სეგმენტში საქართველოს მხარდასაჭერად კამპანია დაიწყო. ჰეშთეგით #RussiansLoveSakartvelo  მიმდინარე კამპანიის ორგანიზატორები მიმართავენ რუსეთის ფედერაციის მაცხოვრებლებს, მასში აქტიურად ჩაერთონ და ამისკენ ნაცნობებსაც მოუწოდონ.   

„თუ რუსეთის მაცხოვრებელი ბრძანდებით და გიყვართ საქართველო, არ დაიზაროთ, A4-–ის ფორმატის ფურცელზე დაწერეთ “I am from Russia and my heart is occupied by Sakartvelo”, ფოტო გადაიღეთ და გამოაქვეყნეთ ჰეშთეგით #RussiansLoveSakartvelo. უნდა გავაგებინოთ მტთელს მსოფლიოს, რომ რუს ხალხს უყვარს საქართველო და რომ იგი არა რუსეთის, არამედ პუტინის რეჟიმის მიერაა ოკუპირებული! ერთად შევძლებთ, შევცვალოთ ტერმინი „რუსეთი ოკუპანტია“ უფრო მართებულით „პუტინი ოკუპანტია“. დროა, შევცვალოთ მთელი მსოფლიოს დამოკიდებულება რუსულენოვანი ადამიანებისადმი, დროა, შეწყვიტონ ჩვენთვის „ოკუპანტის“ წოდება, რადგან ჩვენ არ ვუჭერთ მხარს პუტინს და მის პოლიტიკას“, – ნათქვამია რუსეთის მოქალაქეებისადმი მიმართვაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S