ლარი გაუფასურებას განაგრძობს
14/12/2020 13:03:49 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2889 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 3.9954 ლარად შეიძენთ.
დღეს ერთი აშშ დოლარი 3.28 38 ლარი ღირდა, ერთი ევრო – 3.9731ლარი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სხვადასხვა მოცულობის დოლარი უკვე 25-ჯერ გაყიდა.


