Accentnews.ge
ბათუმში A-Studio-ს კონცერტი შეიძლება გაუქმდეს ან გადაიდოს

ბათუმში A-Studio-ს კონცერტი შეიძლება გაუქმდეს ან გადაიდოს

01/07/2019 14:33:11 სხვა, საზოგადოება

27 ივლისს ბათუმში ზღვისპირა კლუბ UP2U  ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი იყო ჩანიშნული. 

"აჭარის მაუწყებლის" ინფორმაციით, შესაძლოა, კონცერტი საერთოდ გაუქმდეს, ან ჩატარების თარიღი შეიცვალოს. 

კლუბის მფლობელის ირაკლი ფირანიშვილი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, კლუბის მფლობელები ორ დღეში მიიღებენ. 

''კლუბის ფეისბუქ–გვერდზეც გავავრცლებთ ინფორმაციას, დღეს გაუქმებული ნამდვილად არ არის.  ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გავაუქმოთ. დღეს ან ხვალ გადაწყდება გადაიდება თუ გაუქმდება. ძალიან ბევრი ბილეთია გაყიდული, დიდი მოთხოვნა იყო'', - ამბობს კლუბის მფლობელი. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ, რომ ბათუმში ქეთა თოფურიას და A-Studio-ს კონცერტი არ უნდა ჩატარდეს. 

A-Studio რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ კონცერტებზე ხშირად გამოდის. ჯგუფის სოლისტი 10 წელზე მეტია, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაა​​. ის 2018 წელს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს პუტინის მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა.

კლუბის მფლობელი ამბობს, რომ მათთან მუქარის წერილები არ მისულა, თუმცა ზოგადად საზოგადოებაში არსებული უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ ინფორმაცია აქვთ.

''ჯგუფები წერდნენ სოციალურ  ქსელში არ ჩავატაროთ ეს კონცერტიო, პირადად ჩვენ არავინ დაგვმუქრებია. კულტურა და პოლიტიკა გამიჯნული არ არის, რაც ძალიან სამწუხაროა'', – განუცხადა "აჭარის მაუწყებელს" ირაკლი ფირანიშვილმა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S