Accentnews.ge
გვარამია  - წულუკიანზე: "ამაზე ღია მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, ჯერ არავის გამოუთქვამს"

გვარამია  - წულუკიანზე: "ამაზე ღია მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, ჯერ არავის გამოუთქვამს"

14/12/2020 11:47:28 საზოგადოება

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თეა წულუკიანის კომენტარს მისი ოჯახის მიმართ თვალთვალზე "ღია მუქარად" აფასებს.

"ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვმს ჯერ", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში და საზოგადოებას, ასევე საელჩოებს, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს:

"ქართველო ერო, საერთოდ აღარაფრის აღარ გრცხვენიათ? მე უკვე ძალიან მრცხვენია, რომ დანაშაულს ჩავდივარ ჩემი ცოლ-შვილის წინაშე და ეგზისტენციალური რისკების წინაშე ვაყენებ მათ, ღია ეთერიდან უკვე მათ მიმართ მუქარებს ვასმენინებ ჩემი სამართლიანი ბრძოლის გამო. იჯექით თქვენ თბილ სახლებში და იფხანეთ გული ჩემი ტელევიზიის ყურებით და ჩემი ტექსტების მოსმენით. ფხანა ქეცმა იცის".

იხილეთ ასევე: წულუკიანი – გვარამიაზე: "მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?!"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S