Accentnews.ge
როდიდან გეგმავს საქართველო საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნას

როდიდან გეგმავს საქართველო საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნას

14/12/2020 10:48:14 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება.

როგორც მინისტრმა უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხებულა, მათ შორის არც აეროპორტების გაფართოების პროექტები.

„დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროექტი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: 19 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 2021 წლის 1 იანვრამდე გადადო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვები 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.

მისივე ცნობით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი; პარიზი; რიგა; დოჰა; ვარშავა; ათენი; ამსტერდამი; ვენა; ბერლინი; მილანი ;

შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე: რიგა;​ კატოვიცე; ვილნიუსი; დორტმუნდი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S