
ერთ–ერთი მოშიმშილე დემონსტრანტი საავადმყოფოში გადაიყვანეს
01/07/2019 13:43:03 სხვა, საზოგადოება
პარლამენტის წინ მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი გოგა ლემონჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. გაირკვა, რომ გოგა ლემონჯავას შაქარი დაუვარდა.
ამ დროისთვის მოშიმშილეთა კარავში 3 მოქალაქე რჩება, ისინი უკვე მერვე დღეა გახარიას გადადგომის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.