
თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 152-მგზავრია, ავარიულად ეშვება
01/07/2019 13:20:00 სხვა, მსოფლიო
ბენ გურიონის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვებისთვის ემზადებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კელნიდან თელ ავივში მიმავალ რეისს, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ავარიული დაშვება უწევს.
წინასწარი ცნობით, პრობლემა თვითმფრინავის ერთ-ერთ შასს აქვს.
ადგილზე სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული. ბორტზე 152 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებიან.
განახლება: თვითმფრინავი ბენ გურიონის აეროპორტში უვნებლად დაეშვა.