
ერდოღანმა და ალიევმა 6 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს და რუსეთის, რეგიონული პლატფორმის შექმნის საკითხი განიხილეს
10/12/2020 16:31:38 საგარეო პოლიტიკა
ბაქოში ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან 6 ქვეყნისგან შემდგარი რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის საკითხი განიხილა, – იუწყება Reuters.
"თურქეთთან, რუსეთთან, საქართველოსთან, ირანთან და აზერბაიჯანთან ერთად სომხეთსაც შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს დაგეგმილ რეგიონალურ პლატფორმაში, თუ ეს ხელს შეუწყობს რეგიონალურ მშვიდობას" – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის: ერდოღანი ბაქოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. იგი დღეს სამხედრო აღლუმს დაესწრო, რომელიც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღისათვის მიმდინარე 44-დღიან საომარ მოქმედებებში გამარჯვებას მიუძღვნა.