
ჰონკონგში ადმინისტრაციული საბჭოს შენობის შტურმით აღება სცადეს
01/07/2019 12:44:00 სხვა, მსოფლიო
ჰონკონგში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციული საბჭოს შენობის შტურმით აღება სცადეს.
მთელი ქალაქის მასშტაბით მასობრივი პროტესტი, რომელიც ჩინეთისთვის ჰონკონგის გადაცემის 22–ე წლისთავს ეძღვნება.
ცნობისთვის: ჰონკონგის მაცხოვრებლები აპროტესტებენ ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს, რადგან შიშობენ, რომ იგი შესაძლოა, ხელისუფლების კრიტიკოსების ჩინეთისთვის გადაცემის მიზნით იქნას გამოყენებული.
საპროტესტო აქციების მას შემდეგ შეწყდა, რაც ხელისუფლებამ კანონპროექტის განხილვა დროებით გადადო.
ამ კანონპროექტთან დაკავშირებული აქციები ყველაზე მასშტაბურად იქცა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
ჰონკონგზე ჩინეთის სუვერენიტეტი 1997 წელს აღდგა. ქალაქმა გარკვეული ავტონომია და სულ მცირე, 50 წლით არსებული სამართლებრივი სისტემის ხელთუქნელობის გარანტია მიიღო. თუმცა ბოლო პერიოდში ჩინეთმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც ჰონკონგში მისი ავტონომიის შეზღუდვის მცდელობად აღიქვეს.