კანადამ Pfizer/BioNTech-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა
10/12/2020 05:51:53 მსოფლიო
კანადა მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა.
კანადა მიმდინარე თვეში ვაქცინის 249 000 დოზას მიიღებს, რაც 124 500 მოქალაქის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი. ქვეყანაში, პირველ ეტაპზე, მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები აიცრებიან.
ცნობისთვის: Pfizer-სა და BioNTech-ის ვაქცინა კანადამდე გაერთიანებულმა სამეფომ და ბაჰრეინმა დაამტკიცეს. გაერთიანებულმა სამეფომ ორი დღის წინ საკუთარი მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინის უახლოეს დღეებში დამტკიცებას ელოდებიან შეერთებულ შტატებში.
იხილეთ ასევე: "ვაქცინების ალიანსი": "მდიდარი ქვეყნების მთავრობები ღარიბ სახელმწიფოებს ვაქცინის ხელმისაწვდომობის გარეშე დატოვებს. მდიდარმა ქვეყნებმა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 14% ცხოვრობს, ყველაზე პერსპექტიული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების 53% უკვე დაირეზერვეს. ვაქცინის ყველაზე მეტი დოზა კანადამ შეიძინა. რაოდენობა იმდენია, რომ ერთ კანადელზე 5–ჯერ აცრისთვის საკმარისი დოზა მოდის. მდიდარ ქვეყნებს ვაქცინის იმდენი დოზა აქვთ შეძენილი, რომელიც ერთი მოქალაქის 3–ჯერ აცრისთვისაა საკმარისი მაშინ, როცა განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის მუშაკებსა და რისკ–ჯგუფებში შემავალ პირებს ვერ ცრიან"


