
"გაცნობაც ვერ მოვასწარით და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ღალატი მოასწრო"
01/07/2019 12:19:16 ციტატა
"ჯერ გაცნობაც ვერ მოვასწარით, არა თუ დამეგობრება და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე ღალატიც მოასწრო. უსუფაშვილი, ს ვეშჩამი".
ამის შესახებ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ–ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი სიციალურ ქსელში წერს. დიღმელაშვილი სავარაუდოდ, "შენების მოძრაობის" დამფუძნებლის დავით უსუფაშვილის მიერ „ქართული ოცნების“ შემუშავებულ საარჩევნო სისტემის ცვლილების პრეზენტაციაზე გაკეთებულ განცხადებას გულისხმობდა. "პროპორციული არჩევნების, დიახ, ძეობისთვის გავიღიმოთ. მერე გაგვახსენდება ბევრი სხვა პრობლემა და ისევ დაღვრემილები გავალთ აქედან, მაგრამ ამ ნაწილში გაღიმება შესაძლებელია. მე არ ვიცი, როდის გადადგება შს მინისტრი, არადა, მგონია, რომ უნდა გადადგეს. მე არ ვიცი, როგორ წავა სასამართლოებში საქმე დაკომპლექტების და უამრავი სხვა, ახლა არ გავაგრძელებ. მაგრამ მე მინდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რა პრობლემაც არ უნდა გაჩნდეს, რა პრობლემაც ვერ უნდა მოგვარდეს დროულად, ამ პროცესს ხელი არ შეუშალოს ამ ყველაფერმა. ის გაუნაწილებელი თითო მანდატი ერგოს არა ყველაზე უფრო ძლიერ პარტიებს, არამედ იმათ, ვისაც ვისაც მეტი ნაშთი დარჩა მანდატების მიღების შემდეგ",– მიმართა უსუფაშვილმა პოლიტიკოსებს.
ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.