
4–5 ივლისის ამინდის პროგნოზი
04/07/2019 03:10:20 სხვა, საზოგადოება
რამდენიმედღიანი აგრილების შემდეგ სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 ივლისს საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 5 ივლისამდე უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
ცნობისთვის: საქართველოს მაღალმთიანეთში მოთოვა. დეტალები იხილეთ http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=2950