
თბილისში მიწისძვრა მოხდა
01/07/2019 11:39:49 სხვა, საზოგადოება
საქართველოში, თბილისში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 11:33 საათზე დაფიქსირდა და სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.
ეპიცენტრი ვაკე–საბურთალოს რაიონი იყო. მიწისქვეშა ბიძგები ცოტა ხნის წინაც იგრძნობოდა, თუმცა სიმძლავრისა და აპინცენტრის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
ნგრევის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.