,,რიდე” – ტრადიციულობა და თანამედროვე ხედვა ერთ ბრენდში
08/12/2020 16:22:56 საზოგადოება, რეკლამა
აბრეშუმის შარფების ხელოვნების ნიმუშის სიმაღლეზე აყვანის პიონერად მსოფლიოს მასშტაბით ,,ჰერმესი’’ ითვლება. ჰერმესის შარფებზე ხელოვანთა მიერ სპეციალურად ბრენდისთვის შესრულებულ ულამაზეს და უნიკალურ ნამუშევრებს შეხვდებით.
როდესაც რიდეს შარფები პირველად ვნახე, გავიფიქრე, რომ ეს ბრენდი ჯერ საქართველოში უნდა გაიცნოს ყველამ, ხოლო შემდეგ მსოფლიოს წარვუდგინოთ ჩვენი კულტურა. ,,რიდე“ გამორჩეული ბრენდია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქართული პროდუქტია, არამედ იმიტომ რომ მისი შემქმნელი ინდივიდუალურ ხედვასთან ერთად, ცდილობს ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურული მახასიათებლები წამოწიოს წინ.
ბრენდის დამაარსებელი 25 წლის გრაფიკული დიზაინერი, კესო გველესიანია, სამხატვრო აკადემიის III კურსის სტუდენტი. შარფების ბრენდის შექმნის იდეა კარგ გემოვნებასთან ერთად, დამაარსებლის სწორ ტაქტიკურ ხედვაზეც მეტყველებს. შარფი ხომ ქალების, და არა მარტო ქალების, არამედ ყველა იმ ადამიანის საყვარელი აქსესუარია, რომლისთვისაც ესთეტიურობაა მნიშვნელოვანი.
ბრენდი ბაზარზე 1 წლის წინ გამოჩნდა, თუმცა ამ მოკლე პერიოდში ხარისხისა და გემოვნებიანი დიზაინის წყალობით მალევე შეიძინა ერთგული მომხმარებელი.
,პირველივე დღიდან დიდი ყურადღება ექცევა ხარისხს, ფერებს და შეფუთვას, რაც დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჩუქარს საყვარელი ადამიანისთვის არჩევ. სასიამოვნოა, როცა ადამიანებს შენი შემოქმედება მოსწონთ და მათი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. ჩემთვის რიდეს ყველა მომხმარებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“

ბრენდი სახელწოდებითაც იქცევს ყურადღებას, რაც ვფიქრობ კიდევ ერთი ტაქტიკური სვლაა მათი უნიკალურობის ხაზგასასმელად.
,,რიდე ძველი ქართული სიტყვაა, რაც თავსაბურავს ნიშნავს, ძალიან მინდოდა ბრენდს ქართული სახელი ჰქონოდა. იდეა ეკუთნის ჩემს მეგობარ მარიამ ბოლქვაძეს, სახელის შერჩევაში ის მეხმარებოდა.“
ფაქტია, ქართული ანბანი ბრენდის დამაარსებლის ერთ-ერთი ინსპირაციის წყაროა. მართლაც, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ჩვენს ქვეყანას დანარჩენი მსოფლიოსგან გამოარჩევს ანბანია. ქართული ანბანის სამი სახე, რომელიც მსოფლიოში არსებულ 14 ანბანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. შარფები ქართული ანბანით მათი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია.
,,რიდეს“ გუნდი ჩართულია ,,თი-ბი-სი’’ ბანკისა და ,,საქართველოს ხელოვნების სასახლის’’ ერთობლივ პროექტში, რომელიც ტრადიციული ქართული ქსოვილების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ,,შევქმენით ახალი დიზაინის შარფები, ძველი ქართული ორნამენტების ინსპირაციით, რომელიც გაცოცხლებულია უძველესი ფრესკებიდან. ‘’-აღნიშნავს ხელოვანი.

ტრადიციების შენარჩუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ხანდახან საჭიროა მისი მოდერნიზაციაც. ამ შემთხვევაში ბრენდმა გადაწყვიტა ქართული მოტივების პარალელურად ახალი პროდუქცია თანამედროვე სამყაროს მოთხოვნილებისთვის შეესაბამებინა და მათ მომხარებლებს, ახალი, ჰუდებისა და ტოპ-ჰუდების ხაზი შესთავაზეს. ახალ ჰუდებზე ,,რიდეს’’ ხელწერისთვის დამახასიათებელი ილუსტრაციებია გამოსახული.


როგორც უკვე აღინიშნა, ბრენდმა 2019 წელს დაიწყო ქართულ ბაზარზე ოპერირება. სტარტაპის ინკუბაციის პერიოდი პანდემიას დაემთხვა. ბუნებრივია ამან მათზეც იმოქმედა, მოუწიათ მაღაზიის დახურვა და სრულად ონლაინ შეკვეთებზე გადავიდნენ.
,,რიდეს“ შარფები მრავალფეროვანია, თქვენ მასზე შეხვდებით როგორც ქართველი მხატვრის მიერ ექსკლუზიურად ამ ბრენდისთვის შექმნილ ნამუშევრებს, ასევე ტრადიციულ ქართულ მოტივებსაც. მათი შარფები არა მარტო თვალისთვისაა სასიამოვნო, არამედ მწარმოებელი მაღალი ხარისხის ფონზე უნაზესი ქსოვილის ტექსტურასაც გვპირდება.
მეტი ნამუშევარი შეგიძლიათ ნახოთ ,,რიდეს” ინსტაგრამ გვერდზე : www.instagram.com/ride_scarf.art/


