ლარი გამყარებას განაგრძობს
08/12/2020 13:05:22 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2700 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 3.9639 ლარად შეიძენთ.
დღეს ერთი აშშ დოლარი 3.2910 ლარი ღირდა, ერთი ევრო – 3.9847 ლარი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სხვადასხვა მოცულობის დოლარი უკვე 25-ჯერ გაყიდა.


