Accentnews.ge
მთავრობამ დღეს 50 მლნ ლარის შიდა ვალი აიღო

მთავრობამ დღეს 50 მლნ ლარის შიდა ვალი აიღო

08/12/2020 12:21:22 ეკონომიკა

დღეს, 8 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა და მოთხოვნამ შეადგინა 117 577 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.090%–ით, მაქსიმალური 8.140%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.119%–ით განისაზღვრა.

ცნობისთვის: მომდევნო წელს მთავრობა შიდა ვალს არ აიღებს, ანუ არ მოხდება სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება. შეგახსეენებთ, რომ 2020 წელს მთავრობამ შიდა ვალის სახით 1.85 მილიარდი ლარის მობილიზება მოახდინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S