
მეგრელიშვილი: "თუ ენმ-ს დავარწმუნებ, რომ ჩვენთან ერთად პარლამენტში შემოვიდეს, შევალ"
08/12/2020 10:31:45 საშინაო პოლიტიკა
"გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შევა იმ შემთხვევაში, თუ ასეთ გადაწყვეტილებას "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობაც მიიღებს.
როგორც მეგრელიშვილმა "ლელოს" ოფისთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ეცდება, ენმ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის აუცილებლობაში დაარწმუნოს.
"ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ფეხის შემდგმელი არ ვარ. თუ დავარწმუნე "ნაციონალური მოძრაობა" რომ ჩვენთან ერთად შემოვიდეს, რა თქმა უნდა, შევალთ. რაღაცები მომწონს და მინდა, რომ დამეხმაროს "ნაციონალური მოძრაობა" იმ შედეგის მიღებაში, რაც ყველამ იცის, რომ მინდოდა. თუ ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ ის, რაც "გირჩს" უნდა და იქ, პარლამენტში იქნება ენმ, ჩვენ შევალთ, თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ შევა, ის ხომ პარლამენტი არ იქნება და მაშინ "გირჩს" იქ რა უნდა", - განაცხადა მეგრელიშვილმა.
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს შედგება. III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა.