საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა
07/12/2020 09:32:29 ეკონომიკა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ცნობით, ამ დროისთვის შემოწმებული ობიექტებიდან 5 792-ს საქმიანობა შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა.
როგორც ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 4-6 დეკემბრის მონაცემებით, 1 986 ობიექტი შემოწმდა, 1 900–სსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, ხოლო სამი დაჯარიმდა:
„ამავე პერიოდში განხორციელდა უკვე შემოწმებული ობიექტების რემონიტორინგი, თუ რამდენად ჰქონდათ მათ შეზღუდული ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დროებით ამ ეტაპზე არის შეჩერებული. 3 036 ობიექტი გადამოწმდა, რომლებთანაც დადასტურდა, რომ მათ ნამდვილად შეაჩერეს ეკონომიკური საქმიანობა. გარდა ამისა, ჯამში სულ შემოწმდა საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით ცვლილებაში შეტანის შემდეგ, რაც ამოქმედდა შეზღუდვები, 24 518 ობიექტი. ჯამში დაჯარიმებულია 10 ობიექტი და საქმიანობა შეუჩერდა 5 792 ობიექტს“, – განაცხადა ფერაძემ.


