Accentnews.ge
1 აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში  6 207 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

1 აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში  6 207 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

07/12/2020 08:45:04 ეკონომიკა, რეკლამა

2020 წლის 1 აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 6 207 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 5 945 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S