Accentnews.ge
მედია: ჩინეთში მიმავალი პირველი თურქული საექსპორტო მატარებელი ქვეყანას 8 დეკემბერს დატოვებს და ახალქალაქში შეჩერდება

მედია: ჩინეთში მიმავალი პირველი თურქული საექსპორტო მატარებელი ქვეყანას 8 დეკემბერს დატოვებს და ახალქალაქში შეჩერდება

07/12/2020 06:13:21 ეკონომიკა

თურქული მედიის ინფორმაციით, ჩინეთში მიმავალი პირველი თურქული საექსპორტო მატარებელი ქვეყანას 8 დეკემბერს დატოვებს და ახალქალაქში შეჩერდება. თურქული პროდუქტით დატვირთული მატარებელი ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით ჩავა.

მატარებელი თურქეთის ქოჯაელის პროვინციაში მცირე ხნით გაჩერდა და შემდეგ საქართველოს მიმართულებით სვლა განაგრძო. თურქული მედია წერს, რომ ახალქალაქში გაჩერების შემდეგ, სატვირთო მატარებელი აზერბაიჯანში, შემდეგ ყაზახეთში, ბოლოს კი ჩინეთის ქსიანის პროვინციაში ჩავა.

გეგმის მიხედვით, მატარებელმა 8 693 კილომეტრი 12 დღეში უნდა გაიაროს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S