
ძირითადი ოპოზიციური ძალები “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო ინიციატივის პრეზენტაციას არ დაესწრებიან
01/07/2019 08:11:12 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ძირითადი ოპოზიციური ძალები “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო ინიციატივის პრეზენტაციას არ დაესწრებიან . კერძოდ, ოპოზიციური გაერთიანება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “ევროპული საქართველო”, “რესპუბლიკური პარტია” და “თავისუფალი დემოკრატები” ღონისძიენბაზე დასწრებაზე უარს აცხადებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მომავლში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართვას გეგმავენ.
არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაციას დაესწრება პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”.
ცნობისთვის: დღეს 14:00 სთ–ზე პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივის “პროპორციული არჩევნები 2020“ პრეზენტაციას გამართავს. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო.