Accentnews.ge
"გირჩის" თანადამფუძნებელი გოგა ხაჩიძე მხარდაჭერას ჯაფარიძეს უცხადებს

"გირჩის" თანადამფუძნებელი გოგა ხაჩიძე მხარდაჭერას ჯაფარიძეს უცხადებს

04/12/2020 11:10:00 საშინაო პოლიტიკა

"გირჩის" თანადამფუძნებელი, ყოფილი პარლამენტარი გოგა ხაჩიძე პარტიის ლიდერ ზურა ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

ხაჩიძის თქმით, "ჯაფარიძე პარტიიდან არაადამიანური მოქცევის გამო გაქცეული ადამიანების დაბრუნებას ცდილობდა", თუმცა არ აკონკრეტებს, რა ხდებოდა ამ ადამიანების პარტიიდან წასვლის მიზეზი.

"გირჩი” იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ! ეს, ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც. თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა. მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში; ისიც ვიცი რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ; ვიცი, როგორ აგროვებდი, გირჩიდან არაადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს; ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს. მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს... ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას", - წერს ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იგი პარტიის წევრებთან – იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S