
ხვიჩიას თქმით, იგი "გირჩის" დატოვებას არ აპირებს
04/12/2020 09:39:23 საშინაო პოლიტიკა
"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტიის დატოვებას არ აპირებს.
"მე არ ვფიქრობ, რომ რამე უნდა დავტოვო. ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლილა გარდა იმისა, რომ არ ვიცი რა მოხდა. რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, პარლმენტში შესვლის საკითხს განიხილავს მთელი ოპოზიცია...", - განაცხადა ხვიჩიამ.
"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
"სამწუხაროდ, ერთის მხრივ ჩემი, ხოლო მეორეს მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად "გირჩის" კეთებას".