
მექსიკაში ძლიერი სეტყვის შედეგად ყინულის საფარის სიმაღლემ 1,5მეტრი შეადგინა
01/07/2019 06:43:40 სხვა, მსოფლიო
მექსიკაში, გვადალაჰარას შტატში ძლიერი სეტყვის შედეგად ყინულის ბურთების ფენის სიმაღლემ 1,5 მეტრი შეადგინა. ძლიერი სეტყვის შედეგად 200-მდე საცხოვრებელი სახლი და ათასობით ავტომობილი დაზიანდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება. სამაშველო ჯგუფები ქალაქის ქუჩების გაწმენდას ამ დრომდე ცდილობენ. შტატის გუბერნატორ ენრიკე ალფაროს განცხადებით, აქამდე მსგავსი სტიქია არასოდეს უნახავს და მომხდარის მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებს.