ლარი მცირედით გამყარდა
03/12/2020 13:03:38 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.3119 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 4.0107 ლარად შეიძენთ.
დღეს ერთი აშშ დოლარი 3.3189 ლარი ღირდა, ერთი ევრო – 3.9996 ლარი.
3 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 19 822 000 აშშ დოლარი გაყიდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სხვადასხვა მოცულობის დოლარი უკვე 25-ჯერ გაყიდა.


