SOS International: ბიზნესზე პანდემიის ზეგალვენით საქართველო უმაღლესი რისკის მქონე ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში
03/12/2020 12:37:16 ეკონომიკა
საერთაშორისო ორგანიზაცია SOS International უსაფრთხოების ნიშნით სხვადასხვა ქვეყნების შეფასების რუკას აქვეყნებს. შეფასება სამ ძირითად კრიტერიუმს ემყარება: პოლიტიკური და სოციალური უსაფრთხოება, პანდემიის დროს ჯანმრთელობის უსაფრთხოება და შემამსუბუქებელი ფაქტორები და პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის კეთებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების რისკები, ისევე როგორც, შემამსუბუქებელი ზომების ეფექტურობა.
- პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის კეთებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნაწილში საქართველო მსოფლიო რუკაზე უკიდურესად მაღალი რისკის მქონე ერთადერთი ქვეყანაა.
- კოვიდპანდემიის დროს ჯანრთელობის უსაფრთხოებისა და პანდემიასთან ბრძოლის ზომების ეფექტურობით საქართველო მაღალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.
- პოლიტიკური ძალადობის, სოციალური არეულობისა და ამ საკითხებთან დაკავშირებით, პანდემიის ზეგავლენის მიხედვით საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის არის.
ორგანიზაცია რისკის შეფასების კრიტერიუმებსა და მოცემული მაჩვენებლების მიხედვით მსოფლიო რუკას ყოველთვიურად აახლებს.


