
"ისრაელმა სირიის სამხედრო პროვინციებზე ავიაიერიში მიიტანა"
01/07/2019 05:46:01 სხვა, მსოფლიო
ისრაელის მიერ სირიის ტერიტორიის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა,– იუწყება სირიის სამთავრობო სააგენტო „სანა“. ამავე წყაროს ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში ჰომსის და დამასკოს პროვინციებში არსებულ სამხედრო პოზიციებზე მიიტანეს.
საჰაერო იერიში ლიბანის საჰაერო სივრციდან განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად სხეულის დაზიანება 21-მა ადამიანმა მიიღო.
სირიის მედიასაშუალებები წერენ, რომ ავიაიერიშის გამო მატერიალური ზარალი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებს. ისრაელის მხარე ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.