Accentnews.ge
მთავრობა რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტს დაასუბსიდირებს

მთავრობა რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტს დაასუბსიდირებს

03/12/2020 08:36:18 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა სარესტორნო ბიზნესისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტს 6 თვით დაასუბსიდირებს.

მისი თქმით, სუბსიდირების პროგრამას სააგენტო "აწარმოე საქართველოში" განახორციელებს და ამისათვის, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი გამოიყოფა ბიუჯეტიდან.

"რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას, ეს არის სესხის და ლიზინგის სუბსიდირება. განაცხადების მიღება დაიწყება ხვალ, რადგან სარესტორნე ინდუსტრია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ხვალიდან დავიწყებთ, ჩვენ, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ბანკებიდან განაცხადების მიღებას. მოვუწოდებთ რესტორნებს, რომ მიაკითხონ კრედიტორ ბანკებს. ამ პროგრამის მეშვეობით, თითქმის სრულად, საბანკო სესხის პროცენტის ტვირთს [რესტორნები] უახლოესი 6 თვე ვერ იგრძნობენ. ამ მოთხოვნას აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და აღნიშნა, რომ დახმარებით, სულ მცირე, 1500 დაწესებულება ისარგებლებს.

გარდა ამისა, თურნავას თქმით, მთავრობა დაასუბსიდირებს ივენთ კომპანიებისა და კინოთეატრების ლიზინგის პროცენტსაც.

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში (თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში) და სათხილამურო კურორტები (ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში) საკვები ობიექტები მხოლოდ გატანის (takeaway) და მიტანის (delivery) რეჟიმში იმუშავებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S