
ტეფტი: "ბლინკენს 2008 წელს საქართველოსთვის დახმარების მობილიზებაში საკვანძო როლი ჰქონდა"
02/12/2020 19:54:10 საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის განცხადებით, საქართველოსთვის დახმარების პაკეტის მობილიზებაში, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დასახელებულ ენტონი ბლინკენს საკვანძო როლი ჰქონდა.
"ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო, როცა საქართველოში ელჩი ვიყავი 2008 წელს. მაშინ ჯო ბაიდენი ერთ-ერთი პირველი სენატორი იყო, რომელიც საქართველოში [ომის დროს] ჩამოვიდა. სწორედ ჯო ბაიდენი იყო ადამიანი, რომელმაც ეგრეთწოდებული, "მილიარდ დოლარიანი პაკეტის" სახელით ცნობილი დახმარების მობილიზებას უხელმძღვანელა. ამ პაკეტის მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა იყო იმისთვის, რომ [ომის შემდეგ] ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ბლლინკენის როლი საკვანძო იყო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, რადგან ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი იყო და ბაიდენთან მუშაობდა", - განაცხადა ტეფტმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.
იხილეთ ასევე: რას ამბობდა საქართველოზე აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლენკენი