
1 ივლისიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის განრიგს ცვლის
01/07/2019 04:21:54 სხვა, საზოგადოება
1 ივლისიდან თბილისის მეტროპოლიტენი 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლის, თამაზ რობაქიძის განცხადებით, მეტროში ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა და კაბელების ჩანაცვლებაა საჭირო.
მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტი თბილისის მეტროში ჯერ არ განხორციელებულა.
„2019 წლის პირველი ივლისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე თბილისის მეტრო იმუშავებს 06:00-დან 23:00 საათამდე. აღნიშნული პროექტი არის ძალიან მასშტაბური და ძალიან მნიშვნელოვანი თბილისის მეტროს უსაფრთხოებისთვის. პროექტის ფარგლებში მოხდება 650 კმ. ელექტროსადენის გამოცვლა, ასევე მთლიანად იცვლება სავენტილაციო სისტემა. მსგავსი პროექტი თბილისის მეტროში არ განხორციელებულა“, – განაცხადა თამაზ რობაქიძემ.