Accentnews.ge
ალიანსის მინისტერიალზე "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" განახლებული ვერსია დაამტკიცეს

ალიანსის მინისტერიალზე "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" განახლებული ვერსია დაამტკიცეს

02/12/2020 17:35:56 საგარეო პოლიტიკა

ალიანსის მინისტერიალზე "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" განახლებული ვერსია დაამტკიცეს. ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"ნატო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ–შეხვედრას დღეს საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები შემოუერთდნენ. ჩვენ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განვიხილეთ, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. რუსეთი აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას; ამასთან მოსკოვი აგრძელებს სამხედრო წარმოდგენილობის ზრდას ყირიმში, შავი ზღვის რეგიონში. ნატო ამის საპასუხოდ აძლიერებს თავის წარმოდგენილობას ხმელეთზე, ზღვასა და ცაში. სულ რაღაც ერთი კვირის წინ ნატო–ს სამხედრო ხომალდი იყო შესული შავ ზღვაში. საქართველო და უკრაინა ნატო–ს ღირებული პარტნიორები არიან. მათ ალიანსის მისიებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ჩვენ განვიხილეთ რეფორმების პროგრამები და ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ დახმარებას. მოკავშირეებმა და საქართველომ დაამტკიცეს "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" განახლებული ვერსია. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სიტუაციური ცნობადობა რეგიონში და გავძლიეროთ ჩვენი დიალოგი ორივე პარტნიორთან", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S