
ტრამპმა ფეხი ჩრდილოეთ კორეის მიწაზე დადგა — ისტორიული შეხვედრა
30/06/2019 11:36:59 სხვა, მსოფლიო
დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის მიწაზე ფეხი დადგა. ამის შესახებ BBC წერს.
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ. თუმცა, ტრამპმა სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა. შეხვედრის ინიაციატორი თეთრი სახლი იყო. ეს ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მესამე შეხვედრა იყო.
მანამდე ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად დემილიტარიზებულ ზონაში სამეთვალყურეო საგუშაგო დაათვალიერა. "თქვენთან ვართ უკანასკნელ წამამდე“,- მიმართა აშშ-ის პირველმა პირმა ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც დემილიტარიზებულ ზონაში მსახურობენ.
ოფიციალური ფხენიანის მტკიცებით, ვაშინგტონი მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და ბირთვულ განიარაღებაზე ჩრდილოეთ კორეისგან პირობების ცალმხრივად შესრულებას მოითხოვს.
ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში მიმდინარე წლის თებერვალში შევიდა. ჰანოიში გამართული შეხვედრა 27 თებერვალს ვადაზე ადრე დასრულდა. მხარეებმა მაშინ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნის თაობასა და ბირთვულ განიარაღებაზე აზრთა რადიკალური სხვადასხვაობაა.