Accentnews.ge
ვის და რა ვადით გადაუვადდება საბანკო ვალდებულებები

ვის და რა ვადით გადაუვადდება საბანკო ვალდებულებები

01/12/2020 11:08:27 ეკონომიკა, საზოგადოება

გაზაფხულისგან განსხვავებით, ამ ჯერზე სესხების საყოველთაო რესტრუქტურიზაცია არ იგეგმება, თუმცა როგორც დაანონსდა, საბანკო სექტორი მსესხებლების ნაწილს ვალდებულებების შესრულებას გადაუვადებს: რესტრუქტურიზაცია შეესხებათ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც მეორე „ლოქდაუნის“ გამო სამსახურს დაკარგავენ.

როგორც ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, იმისთვის, რომ სამსახურდაკარგულებმა რესტრუქტურიზაციით ისარგებლონ, ამისთვის აუციელებლია, ეს პირები მთავრობის დახმარების სქემაში მოხვდნენ, რომელიც სამსახურდაკარგულებისთვის ერთჯერად 300–ლარიან დახმარებას მომავალი წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს, შემდეგ კი მათ ინდიიდუალურად მიმართონ საბანკო სექტორს.

„ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით მიმდინარეობს რესტრუქტურიზაციაზე საუბარი. რესტრუქტურიზაცია გულისხმობს სამთვიან, შესაძლებელია, ოთხთვიან “შვებულებას“ გადახდებთან დაკავშირებით“,– განმარტა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, საბანკო სექტორი განსაკუთრებით მოწყვლადი მცირე კომპანიებისთვისაც განიხილავს სესხების გადავადების საკითხს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S