Accentnews.ge
„დახმარება ვერ აღმოუჩინეს“ – COVID-19-ით გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა დეტალებს ჰყვება

„დახმარება ვერ აღმოუჩინეს“ – COVID-19-ით გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა დეტალებს ჰყვება

01/12/2020 08:17:08 საზოგადოება

19 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი გერმანულ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში 24 ნოემბერს კოვიდ–სასტუმროდან შეიყვანეს.

დედა ყვება, რომ სასტუმროში 19 წლის თეკლა თორდიას მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა მისი გადაყვანა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, ადგილი "გერმანულ ჰოსპიტალში" გათავისუფლდა, სადაც ახალგაზრდა ფაქტობრივად ნაცნობის დახმარებით აღმოჩნდა.

"დახმარებაც კი ვერ აღმოუჩინეს ნორმალურად. დავრეკე სასწრაფოში და ვუთხარი, დიაბეტიანი ბავშვი მყავს, რისკ–ჯგუფია, გეხვეწებით, ჰოსპიტალიზაცია მოახდინეთ-მეთქი. სასწრაფო რომ მოვიდა, ტესტირებაზე წაგვიყვანეს და ვირუსის დადასტურების შემდეგ ისევ სახლში დაგვაბრუნეს. კოვიდსასტუმროში როცა წაიყვანეს, დამძიმდა, შაქარიც აეწია, წყლის მიმწოდებელიც კი არავინ ჰყავდა. ექიმს საერთოდ არ შეუხედავს მისთვის. მდგომარეობას რომ შეხედა ერთ–ერთმა პაციენტმა, რომელიც კოვიდ–სასტუმროში მკურნალობდა, მან დარეკა გერმანულ ჰოსპიტალში და ასე – ხვეწნა-მუდარის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ დაგვიანებული იყო, რემდესივირზეც უარი გვითხრეს. დექსამეტაზონი გადაუსხეს, მაგრამ ეს არ შეიძლებოდა, ბავშვი დიაბეტიანი იყო", - ამბობს გარდაცვლილის დედა ირმა ხელაშვილი.

როგორც გერმანულ ჰოსპიტალში აცხადებენ, კლინიკაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა, ექიმები 6 დღის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენას, თუმცა უშედეგოდ: ახალგაზრდა ქალი 29 ნოემბერს გარდაიცვალა.

„ვადასტურებთ, რომ პაციენტი გერმანულ ჰოსპიტაკში მძიმე მდგომარეობაში 24 ნოემბერს, 21:00 სათ–ზე შემოიყვანეს. ემერჯენსის განყოფილებაში მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა. პაციენტი უმოკლეს ვადაში აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაიწყო გაიდლაინით გათვალისწინებული დახმარება. მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა, ვინაიდან მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს. კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა თანდართულმა დაავადებამ [დიაბეტმა – რედ.] განაპირობა. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო: 29 ნოემბერს დაფიქსირდა სიკვდილი“,– განაცხადა გერმანული ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა ეკატერინე ლორიამ.

ინფიცირებულები არიან გოგონას ოჯახის წევრებიც, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსმა ჯამში 1303 მოქალაქე იმსხვერპლა, მათ შორის გასული 24 საათის განმავლობაში – 36.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S