მედია: საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა
30/11/2020 19:09:19 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. ის თავდაპირველად კოვიდ-სასტუმროში მკურნალობდა, მას შემდეგ კი, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან გოგონას ოჯახის წევრებიც.
![]()
როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი აცხადებს, გოგონას თანმდევი დაავადება – დიაბეტი ჰქონდა.
ინფიცირებულები არიან გოგონას ოჯახის წევრებიც, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
წყარო: AMBEBI.GE


