Accentnews.ge
აჭარაში, მთავრობის სახლთან ვითარება კვლავ დაიძაბა

აჭარაში, მთავრობის სახლთან ვითარება კვლავ დაიძაბა

01/12/2020 07:19:35 რეგიონები, საზოგადოება

აჭარაში, მთავრობის სახლთან ვითარება კვლავ დაიძაბა. არსებული ინფრმაციით, დაკავებულია ოთხი პირი. დაკავებას წინ უძღოდა ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების მისვლა, რომლებმაც ჰაერში ჰალიუმის ბუშტები გაუშვეს წარწერით, „იმოქმედე“. მიმართვის ადრესატი მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე იყო. აქციის პარალელურად აჭარის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.

„ბუშტების ეშინიათ ხალხო!“,– აღნიშნა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

თავის მხრივ ბათუმის პოლიციის უფროსმა განმარტა, რომ სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდეს და ვინაიდან ისინი მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ადგილზე დაპირისპირება გრძელდება.

ცნობისთვის: აქცია ბათუმში 30 ნოემბრის დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დისკრიმინაციული შეზღუდვების გაუქმებას და განმეორებით არჩევნებს მოითხოვდნენ. გუშინ ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დააკავეს რამდენიმე პირი.

ანალოგიური მოთხოვნებით აქცია გრძელდება თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სადაც ახალგაზრდები არიან შეკრებილი და გაშლილი აქვთ კარავი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S