Accentnews.ge
ქვეყნის მასშტაბით პროტესტის სამი კერაა

ქვეყნის მასშტაბით პროტესტის სამი კერაა

30/11/2020 11:28:28 საზოგადოება

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით, პროტესტის სამი კერაა. კერძოდ, ვადამდელი არჩევნებისა და "ლოქდაუნის" გაუქმების მოთხოვნით, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები აქციას მართავენ.

ადგილზე შეკრებილებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები გაშალეს. მათ სიმბოლური წითელი ხაზიც გაავლეს და ამბობენ, რომ ხაზს მიღმა საბჭოთა კავშირია, ხოლო მერე მხარეს – თავისუფალი საქართველო.

მათი შეფასებით, დაწესებული შეზღუდვები დისკრიმინაციულია და მათი შემოღებით ხელისუფლებამ მოსახლეობა შიმშილისთვის გაწირა.

ანალოგიური მოთხოვნებით აქცია მიმდინარეობს ბათუმში, სადაც პოლიციელებსა და მომიტიმგეებს შორის შეხლა–შემოხლა იყო.

დღეს, 30 ნოემბერს აქცია რუსთავში გარემოვაჭრეებმა გამართეს. ისინი მუშაობის ნებართვას ითხოვენ და ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ.

ცნობისთვის: მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S