„ვიქურდო? მერიაში თავს დავიწვავ!“ – პროტესტი რუსთავში
30/11/2020 08:09:12 საზოგადოება
„სტამბოლის ბაზრის“ გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას მოითხოვენ და პროტესტის მიზნით მათ რუსთავის მერიასთან ქალაქის ცენტრალური გზა გადაკეტეს. დემონსტრანტებს ქალაქის მერიც შეხვდა, თუმცა როგორც ირკვევა, უშედეგოდ, ვინაიდან გარემოვაჭრეები პროტესტის გაგრძელებას მომდევნო დღეებშიც გეგმავენ.

როგორც მოვაჭრეები განმარტავენ, მთავრობის გადაწყვეტილება მათ არსებობას რისკის ქვეშ აყენებს.
„ბავშვები მყავს და რა გავაკეთო? მერიაში შევალ და თავს დავიწვავ! გვითხრეს, „სახლში დარჩითო“ და როგორ ვიარსებოთ, არანაირი სხვა შემოსავალი არ გვაქვს.ვითხოვთ, რომ ღია სივრცეში ჩვენი საქმის კეთების უფლება მოგვცენ. რა გზას მიტოვებენ, ვიქურდო? როდესაც გაზაფხულზე ჩაგვკეტეს, დახმარების მისაღებად რომ ვრეკავდი, ტელეფონზე არც გვპასუხობდნენ!“,– განაცხადა ერთ–ერთმა გარემოვაჭრემ, ორი შვილის დედამ, რომელიც აქციაზე შვილებთან ერთად მივიდა.
გარემოვაჭრეები მოქალაქეებს სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენენთ, რომ 28 ნოემბრიდან საქართველოში შეზღუდვები მნიშვნელოვნად გამკაცრდა.


