Accentnews.ge
„თვისუფლების მარშის“ ფარგლებში მსვლელობები დაიწყო

„თვისუფლების მარშის“ ფარგლებში მსვლელობები დაიწყო

29/06/2019 15:20:17 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისში, „თვისუფლების მარშის“ ფარგლებში მსვლელობები უკვე დაიწყო.

აქციის მონაწილეები 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განვითარებული მოვლენების გამო შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

მსვლელობა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციათა სერიის (“სირცხვილია”) ორგანიზატორებმა დააანონსეს. დემონსტრაციას ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ.


ცნობისთვის, 29 ივნისს თბილისში, მასობრივი დემონსტრაციების დაწყებიდან მეათე დღეს, "თავისუფლების მარში" იმართება.

აქციის მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, თუმცა მინისტრი გადადგომას არ აპირებს. მას მხარდაჭერას უცხადებს სახელისუფლებო გუნდი და ამ მოთხოვნას არ იზიარებს.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 20-21 ივნისის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევაზე პასუხისმგებელი გიორგი გახარია.

რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S