Accentnews.ge
"84 კ.გ ვიყავი, ახლა კი 64 ვარ, სხვა რა ვთქვა?!" - გარემოვაჭრეებმა ვაჭრობა განაახლეს

"84 კ.გ ვიყავი, ახლა კი 64 ვარ, სხვა რა ვთქვა?!" - გარემოვაჭრეებმა ვაჭრობა განაახლეს

30/11/2020 10:37:33 საზოგადოება

რუსთაველმა გარემოვაჭრეებმა დახლები გაშალეს და ვაჭრობა განაახლეს. მათ კორონავირუსის პანდემიის გამო მუშაობა აეკრძალათ, თუმცა, როგორც ამბობენ, სხვა შემოსავალი არ აქვთ, შესაბამისად, გარევაჭრობაზე უარს ვერ იტყვიან. ამასთან, ერთ–ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ მერისგან ვაჭრობის ნებართვა მიიღეს.

"ერთი მეტრის დისტანციით დასხედით და იმუშავეთო. საღამოს კიდევ მოვა და გავიგებთ, რა იქნება". - თქვა ქალმა.

მისივე თქმით, გარევაჭრობით მიღებული თანხა მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ხელისუფლებისგან კი დახმარებას ვერც ახლა მიიღებს და არც გაზაფხულზე მიუღია.

"84 კილო ვიყავი და 64 გავხდი. სხვა რა ვთქვა აბა". - უთხრა მან „ფორმულას“.

მანამდე გარემოვაჭეებმა რუსთავის მერიასთან აქცია გამართეს.

იხილეთ ასევე: „ვიქურდო? მერიაში თავს დავიწვავ!“ – პროტესტი რუსთავში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S