Accentnews.ge
რა შემთხვევაში შეიძლება, გაიხსნას მოლები დადგენილ თარიღზე ადრე

რა შემთხვევაში შეიძლება, გაიხსნას მოლები დადგენილ თარიღზე ადრე

30/11/2020 09:59:21 საზოგადოება

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ სიტუაციის მართვა შეუძლიათ.

მინისტრი შეფასებით, „შავ პარასკევს“ [ფასდაკლების დღეს – რედ.] მოლებში განვითარებული მოვლენები დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.

"ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების მართვა შენობის გარეთაც. მიხარია, რომ მოლებმა დაიწყეს ამ მიმართულებით ფიქრი, იმიტომ, რომ პრობლემა, შესაძლოა, შეიქმნას ერთ კვირაშიც, ორ კვირაშიც და ხედავთ, რომ ნოემბერშიც შეიქმნა", — აღნიშნა ნათია თურნავამ.

თურნავას განცხადებით, მოლების ადმინისტრაციებთან შედგება დიალოგი, თუ როგორ მოახერხებენ რიგების მართვას და გამოწვევასთან გამკლავებას.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდა საქართველოში შეზღუდვები გამკაცრდა, მათ შორის, დაიხურა მსხვილი სავაჭრო ცენტრები.

იხილეთ ასევე: თბილისის მსხვილი სავაჭრო ცენტრები მთავრობას სექტორის გაკოტრებისგან ხსნის გზას სთავაზობენ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S