Accentnews.ge
საქსტატი: კლების ტენდენციაა ყველა სექტორში, გარდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებისა

საქსტატი: კლების ტენდენციაა ყველა სექტორში, გარდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებისა

30/11/2020 07:08:24 ეკონომიკა

საქსტატმა 2020 წლის ოქტომბრის ეკონომიკური ვარდნის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ სექტემბერში 3.8% შეადგინა, ხოლო 2020 წლის 10 თვის საშუალო მაჩვენებელი -5.1%-ია.

"2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდათითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა", - ნათქვამია ანგარიშში.

ოქტომბერში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურ ჭრილში მცირედით - 2.3%-ით შემცირდა და მან 7.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ასევე 4.4%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაც, რამაც 4,046 შეადგინა.

ეკონომიკურ ზრდაზე ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა ექსპორტის მაჩვენებლის 11.1%-იანმა შემცირებამაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S