
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამერიკელებს საქართველოში ეპატიჟება
28/06/2019 18:05:56 სხვა, საზოგადოება
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ამერიკელებს მოუწოდებს, ზაფხული საქართველოში გაატარონ.
ფოტოებსა და გზავნილს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვისშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!" - წერს ელიზაბეთ რუდი.
სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სახის კამპანია მას შემდეგ წამოიწყეს, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში პირდაპირი ფრენები აუკრძალა რუსულ ავიაკომპანიებს. აკრძალვა 8 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.