ფადი ასლი: „ადამიანებს შიმშილი მოუწევთ, დეფოლტს მივუახლოვდებით“
27/11/2020 16:14:54 ეკონომიკა
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმდჯომარე ფადი ასლი პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, სამ ყველაზე პრობლემურ პუნქტს ასახელებს.
· ლარის გაუფასურება;
· სიდუხჭირე –ადამიანებს შიმშილი მოუწევთ;
· გაზრდილი კრიმინალი.
„ეს არის ის 3 ძირითადი რამ, რომლის შედეგებსაც ძალიან მალე მოვიმკით" – ამბობს ფადი ასლი.
მისი თქმით, ხელისუფლება ადამიანებისთვის აუცილებელი საჭიროების 10%–საც არ იმეტებს:
"დახმარებები, ეს სრული სისულელეა: 200 ლარი დღეს 60 დოლარია.მთავრობა ახლა 10-ჯერ მეტს უნდა აძლდევდეს ადამიანებს, ანუ 600$-ს ნაცვლად 60-ისა - ანუ ისინი იმის 10%-საც კი არ აძლევენ ადამიანებს, რასაც უნდა გასცემდნენ – სიმბოლური თანხაც კი არ გამოდის, ეს სირცხვილია! ისინი დასცინიან ადამიანებს, ატყუებენ!" – ამბობს ფადი ასლი.
ფადი ასლი თვლის, რომ გაზაფხულიდან ქვეყანას 100 000 უმუშევარი დაემატება, ხოლო ეროვნულ ბანკს, რომელიც მილიონებს ხარჯავს ლარის გასამყარებლად, კრიზისის გამწვავებასთან ერთად, ლარის შესანარჩუნებლად მილიონების დახარჯვა ყოველკვირეულად მოუწევს.
"ეკონომიკა დაუყოვნებლივ არ დაიშლება, მაგრამ ბევრი ბიზნესი გაუქმდება, ჩვენ დეფოლტს მივუახლოვდებით, თუ მთავრობამ განაგრძო ასეთი უსუსრი პოლიტიკა.
ახლა ვიხდით არასათანადო მენეჯმენტის საფასურს, რომელიც თებერვლიდან გვაქვს. ჩემი აზრით, მათ არ უნდა დახურონ ბიზნესი ისე, როგორც ახლა ხურავენ. მათ უნდა ასწავლონ და გააფრთხილონ ადამიანები, განსაკუთრებით მოხუცები, 65 წელზე უფროსი ასაკის პირები და ისინი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემი აქვთ, რომ არ გამოვიდნენ გარეთ და დანარჩენები უნდა მუშაობდნენ. რადგან ბიზნესის დახურვით ისინი ხალხს უმუშევრად ტოვებენ. თქვენ იცით, რომ ისინი ყველა რესტორანს ხურავენ. საქართველოში გვაქვს 11 ათასი რესტორანი, სადაც 100 000 ადამიანია დასაქმებული, ეს ნიშნავს, რომ თქვენ 100 000 ადამიანს ტოვებთ ქუჩაში. ", – ამბობს ფადი ასლი.
ფადი ასლის აზრით, მთავრობის მიერ გაცემული 400 ლარიანი დახმარებები უმუშევრად დარჩენილ ხალხს ვერ დაეხმარება, მთავრობა კრიზისს ვერ გაუმკლავდება, ბიზნესი კი გაკოტრებამდე მივა.
"თებერვლიდან დაწყებული კრიზისის შემდეგ, ყველა რესტორანი და სპორტული დარბაზის მფლობელი მუშაობს არა ფულის გასაკთებლად, არამედ თანამშრომლების ხელფასის და საბანკო სესხების გადასახდელად. ახლა თქვენ მოდიხართ და ხურავთ მათ, და 100 000 ადამიანი რჩება ქუჩაში და 400 ლარი, რომელსაც მთავრობა აპირებს, მათ იანვრიდან გადაუხადოს, მათ არ გადაარჩენს. ეს საშინელი კრიზისია და მე არ ვფიქრობ , რომ მთავრობა მას გაუმკლავდება. რასაკვირვეველია, არ მიიღებს ასობით მილიონების დახმარების საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რაშიც ეჭვი მეპარება. დიდი პრობლემები გვაქვს, გაკოტრების პირას ვართ და მრავალი კომპანია უკვე გაკოტრებულია"– აცხადებს ფადი ასლი "მთავარის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.


