
პავლიაშვილი – რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე: "ეს სატანიზმია"
28/06/2019 16:08:22 სხვა, საზოგადოება
რუსეთში მოღვაწე მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა Daily Storm-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე აქციებს "სატანიზმი", ხოლო აქციებში მონაწილე ბავშვებს შეშლილები და "ზომბირებულები" უწოდა.
"ეს სატანიზმია, სუფთა წყლის სატანიზმი, როდესაც ადამიანი ცუდს საუბრობს სხვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისე არ გამოიყურება ან არ საუბრობს. ამას არაფერი აქვს საერთო ადამიანობასთან, დემოკრატიულობასთან ან ტოლერანტობასთან. ჩვენ არ უნდა დავეხმაროთ სატანას! ასე დაემართა უკრაინას. ვინ იფიქრებდა, რომ უკრაინელები და რუსები ერთმანეთს ვერ აიტანდნენ! მაგრამ მოვა დრო და ეს ყველაფერი დალაგდება...
მივმართავ ჟურნალისტებს: ნუ გააღვივებთ რუს და ქართველ ხალხს შორის ზიზღს. რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყანა, გესმით? ისინი აქეზებენ აი ამ შეშლილ ბავშვებს ანტირუსული განწყობით და რუსეთ-საქართველოს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხებზე. ყურადღებას ნუ მიაქცევთ! რუსეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს ზოგიერთი ზომბიერებული ბავშვის თავდასხმას? ჩაბრძანდით საქართველოში და თავად ნახავთ, თუ როგორ ექცევიან იქ რუსებს, დაელაპარაკეთ იქ ხალხს," - ამბობს რუსეთში მოღვაწე მომღერალი.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, მართლმადიდებელი კომუნისტის სერგეი გავრილოვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსებას მოჰყვა. გავრილოვი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებს დამოუკიდებლობას აღიარებს. არტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილია!" მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებასა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მოითხოვდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც 20–21 ივნისს მომიტინგეები სპეციალური დანიშნულების რაზმმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაშალა და ამისთვის სპეციალური საშუალებებიც გამოიყენა, მთავარ მოთხოვნად შს მინისტრის გადადგომა და პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება იქცა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ. დარბევის დროს დაშავდა 200-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი, დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ერთ–ერთი დაშავებული ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.
რუსთაველზე საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას საქართელოსთან მიმართებაში და არა რიფით მოქალაქეებს, ამიტომ რუსოფობიაზე საუბარი აბსურდულია.
შეგიძიათ, ასევე იხილოთ: ბუღაძე:"გამყიდველო, მართლაც წითელო ინტელიგენციავ!"