ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

26-11-2020 18:00:47 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ ჯარისკაცს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა.

"შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საავტომობილო ტექნიკის ბუქსირით გადაყვანა ხდებოდა. სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა", აცხადებენ უწყებაში.

სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ფაქტზე რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები ერთობლივ გამოძიებას აწარმოებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები