მაჭავარიანის თქმით, 200–ლარიანი დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს

26-11-2020 16:54:28 პოლიტიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, თავრობა მსჯელობს იმაზე, რომ 200-ლარიანი დახმარება დაენიშნოს იმ მოქალაქეს, რომლის 2020 წლის განმავლობაში 1 თვე მაინც იყო ოფიციალურად დასაქმებული და სამსახური დაკარგა.

"ჩვენ დღეს საწყისი კრიტერიუმი ასეთი გვაქვს, ამაზე მიდის მსჯელობა, რომ 2020 წლის განმავლობაში 1 თვე მაინც თუ იყო ოფიციალურად დასაქმებული და 2021 წლის იანვარში აღარ არის დასაქმებული, გადავუხდით", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

იხილეთ ასევე: რა დახმარებას ითვალისწინებს სამთავრობო პროგრამა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები