ტიკარაძე - საპენსიოს დანაზოგის გამოყენებაზე: "ვინაიდან მოსახლეობის მოთხოვნაა, საკითხს დავაყენებ"

26-11-2020 16:13:21 საშინაო პოლიტიკა

საქართვეოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის მიერ საპენსიო დანაზოგის გამოყენების დაშვების საკითხზე მთავრობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის პოზიციაა, რომ საპენსიო რეფორმა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი.

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ ვთვლით, რომ ეს არის ხანგრძლივ პექსპერტივაზე გათვლილი რეფორმა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის ჩვენ ეს საკითხი განხილვაზე მეორეჯერ აღარ დაგვიყენებია. თუმცა, საინტერესოა, ვინაიდან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა, დავაყენებ კიდევ ერთხელ საკითხს და ვიმსჯელებთ", - განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დაწყებისას ოპოზიციის ნაწილი ითხოვდა, რომ საპენსიო დანაზოგზე მოსახლეობას წვდომა ჰქონოდა, რაზეც მთავრობამ უარი განაცხადა.

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები