გახარია: "დეპუტატები შეიკრიბებიან, ზოგი კერძო მანქანით გადაადგილდება, ზოგი – ველოსიპედით"

26-11-2020 15:44:20 საშინაო პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში დღეს დააანონსებული ორთვიანი შეზღუდვები ახალი მოწმვევის პარლამენტის შეკრებას ხელს არ შეუშლის. მისი თქმით, "დეპუტატები შეკრებას ჩვეულებრივად შეძლებენ, ზოგი კერძო მანქანით გადაადგილდება, ზოგიც – ველოსიპედით".

"დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად ყველანაირი შეზრუდვების გარეშე, არანაირი შეზღუდვები გადაადგილებებზე არ არის. ზოგი კერძო მანქანით ივლის, ზოგი ველოსიპედით, არ ვიცი რაღაცნაირად შეიკრიბებიან. არამგონია ეს პრობლემა იყოს დეპუტატების შეკრებისთვის", – განაცხადა გაზარიამ.

ცნობისთვის: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები